ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების სრული გაყვანა პირველი აგვისტოსთვის იგეგმება

სომეხი მესაზღვრეები სამსახურს ზვართნოცის აეროპორტში პირველი აგვისტოსთვის დაიწყებენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 12 მარტს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საუბარია არა აეროპორტში სომეხი მესაზღვრეების სამსახურის დაწყებაზე, არამედ დამხმარე ფუნქციის შემსრულებელი რუსი მესაზღვრეების სრულ გაყვანაზე.

"ჩვენ შევატყობინეთ, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, 2024 წლის აგვისტო არის ბოლო ვადა", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ეს სამუშაო საკითხია და არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ხასიათის.

სომხეთისგან შესაბამისი მოთხოვნის მიღება პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები