პენტაგონმა ქაბულის აეროპორტში დაღუპული და დაშავებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

პენტაგონის ინფორმაციით, ქაბულში ტერაქტის შედეგად 12 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის 11 საზღვაო ქვეითი და ერთი მედიკოსი, 15 სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა უარს ვერ ათქმევინებს უწყებას ავღანეთიდან ევაკუაციაზე.

მისივე თქმით, ფრენას დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ელოდება.

"ტერორისტებმა მოკლეს ჩვენი სამხედროები მაშინ, როდესაც მათ სხვების სიცოცხლე გადაარჩინეს. ვწუხვართ მომხდარის გამო", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ გენერალმა კენეტ მაკენზიმ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციას დაახლოებით ათასი ამერიეკლი ელოდება.

"ჩვენი ამოცანაა ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია", - აღნიშნა გენერალმა.

რამდენიმე საათის წინ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა იზრდება.

უახლესი ამბები