ანა ბუჩუკური - მოსყიდვის ფაქტებს აქვს სისტემური ხასიათი

17:00 საათის მდგომარეობით საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ინფორმაცია მიაწოდა.

"17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც მათ შორის.

• სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.

• განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ - სისტემურ ხასიათს ატარებს - კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

• ასევე, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ, უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯემებელი ოქმები წინასწარ არის შევსებული, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე დაფიქსირდა დისბალანსი -  გაცემულ ბიულეტენების რაოდენობასა და  ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის", - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები