ევროპარლამენტი - გვსურს, ვაღიაროთ, რომ საქართველომ კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული არჩევნები ჩაატარა

გვსურს, ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპარლამენტის შეფასებით, არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა.

"გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.
კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, მიუხედავად პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემებისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ევროპარლამენტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერბალური ან ფიზიკური კონფრონტაციით სრულდებოდა.

"ძალიან ხშირად პირადი თავდასხმები პოლიტიკურ დებატებში ჭარბობდა, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.

საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული.

საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს, გათვალისწინებული უნდა იქნას ეუთო\ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე, აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრა“, – აღნიშნულია განცხადებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტი არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ.

„არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც პირველი ტურის დროს დაფიქსირდა. და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ.

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორს დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები