ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ოპოზიციის შეთანხმების მიუხედავად, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. 

ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში "ქართული ოცნება" 12 მანდატი აქვს, ოპოზიციას კი ჯამში -  15.  მათგან  "ერთიანი ნაციონლური მოძრაობას"  - 7, პარტია "საქართველოსთვის" - 7, "ლელო" კი- 1.

ოპოზიცია შეთანხმდა,  რომ მხარს გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს თანანპარტიელების გარდა კიდევ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა. შედეგად,  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ  - 13 ხმა მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა - შოთა წურწუმიამ მხოლოდ 12 ხმის მიღება შეძლო. ერთი  ბიულეტი  ბათილი აღმოჩნდა.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. თავმჯდომარის კანდიდატურისათვის კენჭისყრა განმეორებით მოხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

უახლესი ამბები