ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრი აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრი აირჩიეს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრს შოთა წურწუმიას ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისცა, მას საკრებულოს 14 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

"ქართული ოცნების“ დეპუტატები ცდილობდნენ კენჭისყრის ჩაგდებას, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.  ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის სისრულეში მოყვანა თვითმმართველობის პირობებში ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ მხარი გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭირეს.

"ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა,  რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით გახარიას გუნდის კანდიდატების წარდგენას. არ ვიცი, საკრებულოს არჩეული  თავმჯდომარე რას აპირებს, იქნება თუ არა ის "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციაში, ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატმა. 

თავის მხრივ,  ახლადარჩეული თავმჯდომარე შოთა წურწუმია აცხადებს, რომ სისტემურ კოალიციაში ყოფნას  არცერთ პოლიტიკურ გუნდთან არ აპირებს. 

"ჩვენ სისტემურ ალიანსს და კოალიციას არცერთ პარტიასთან არ ვქმნით. ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა.  ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია,  რომელსაც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვემსახურებით", - განაცხადა წურწუმიამ.

უახლესი ამბები