შოთა წურწუმია მოადგილის პოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს სთავაზობს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი  შოთა წურწუმია მოადგილის პოზიციას “ქართული ოცნების| წარმომადგენელს სთავაზობს. ამის შესახებ წურწუმიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. 

ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე და ორი მოადგილე უკვე აირჩია, “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მესამე მოადგილის თანამდებობაზე უარი განაცხადა, თუმცა ბალანსის პრინციპის დაცვის მიზნით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულომ დრო მისცა და სხდომა გადადო. 

"მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარულია ეს ალბათ, საკრებულოს წევრებისთვის, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი გვკარნახობს, რომ თავმჯდომარის მოადგილეებს უთითებს საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ შევთავაზეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ სურვილის შემთხვევაში მიეღოთ მოადგილის კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამ ეტაპისთვის ხედავთ, რომ არჩეულია თავმჯდომარე და 2 მოადგილე.

იმისთვის, რომ ბალანსი, რომელიც ჩვენ ერთგვარ ვალდებულებად დაგვაკისრა ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენი პარტიული ხაზიც სწორედ ეს არის, რამდენიმე დღე დავიტოვოთ მომავალი კონსულტაციებისთვის, რომ ბალანსი იყოს დაცული, თქვენის ნებართვით ჩვენ გადავდებთ საკრებულოს სხდომას, კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გვქონდეს კონსულტაცია როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ოცნების წარმომადგენლებთან დარჩენილია 1 მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისინიც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და დაიკავონ ეს პოზიცია", - განაცხადა შოთა წურწუმიამ.

უახლესი ამბები