ციციშვილის კლინიკაში 17 კოვიდინფიცირებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული 122 ბავშვის მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  17 ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი მძიმეა. 

"კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. კლინიკა გაშლილია 175 კოვიდსაწოლზე და აქედან 122 საწოლი დაკავებულია. 17 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ორის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ და შესაბამისად იმყოფებიან აპარატზე. ბავშვებში როგორც ვიცით კოვიდი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს და საკმაოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომებით არიან. კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა "იმედთან“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები