ფიქრია ჩიხლაძე - გადავწყვიტეთ, შემხვედრი ნაბიჯით ვუპასუხოთ

გადავწყვიტეთ, შევქმათ პრეცედენტი და  რაკი პრეზიდენტისაგან წამოვიდა დიალოგზე საუბარი, შემხვედრი ნაბიჯით ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხლაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკოსების მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე "ლელოდან" ის და ანა ნაცვლიშვილი წავლენ. 

"ჩვენ ვმუშაობდით მეოთხე პრეზიდენტთან და იქ იყო ვითარება, როდესაც იქ დადიოდა ოპოზიცია, მაგრამ არ დადიოდა ხელისუფლება, ახლა გვაქვს ვითარება, რომ იქ შესაძლოა,  დადის ხელისუფლება, მაგრამ არ დადის ოპოზიცია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ  შევქმათ პრეცედენტი, რაკი პრეზიდენტისაგან წამოვიდა დიალოგზე საუბარი.

თუკი რაიმე შანსი არსებობს, სრულიად მინიმალური მაინც, საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა, რაიმე  პოზიტიური როლი შეასრულოს ამ უკიდურესად კრიზისულ სიტუაციაში და გახურებულ კრიზისში ვართ შესულები, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ  მას შემხვედრი ნაბიჯით ვუპასუხოთ. 

ბატონი მამუკა და ბადრი ვერ მივლენ, "დასაქმებულები" არიან დიდი ხანია, უკვე სასამართლო პროცესებზე. ამიტომ  მე და ანა ნაცვლიშვილი მივალთ, ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები და დავაკვირდებით,  როგორი იქნება ვითარება", - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები