სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ნაკრებს და ფედერაციის წარმომადგენლებს დღეს დააჯილდოებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

"სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებს და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია დღეს, 22:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები