ეკა გიგაური - სამომავლოდ შესაძლოა, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ ამნისტიაზე ვიფიქროთ

სამომავლოდ  შესაძლოა, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ ამნისტიაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გიგაურმა საქართველოს პრეზიდენტთან  სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა. 

როგორც გიგაური აღნიშნავს, ეროვნული თანხმობის საფუძველი ამნისტიასთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმები უნდა გახდეს. 

"ჩემი აზრია, რომ ჩვენ სამომავლოდ, შესაძლოა,  ვიფიქროთ ფართომასშტაბიან პოლიტიკურ ამნისტიაზე, ყველასთვის. ამ ეროვნული შეთანხმების, თანხმობის ნაწილი შესაძლოა ესეც იყოს.  მგონია, რომ ესეც შესაძლებელია განხილული იყოს ამ ყველაფერში, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კონკრეტულ რეფორმებზე მიბმა" , - განაცხადა ეკა  გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები