ვასილ ურუშაძე - გამოდის, რომ უჩა მამაცაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობენ დავით კეზერაშვილის სქემას

გამოდის, რომ უჩა მამაცაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობენ დავით კეზერაშვილის სქემას, - ამის შესახებ Front News-ს "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარემ  ვასილ ურუშაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქოლცენტრების სკანდალი 5 ადამიანის დაკავებით არ დასრულდება, რადგან ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია ევროპის ქვეყნების საგამოძიებო სამსახურები. 

"სამწუხაროდ, საქართველო იქცა ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბად. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ამ დანაშაულს ჩადიან ოპოზიციასთან დფაკავშირებული პირები,  დასახელებული იყო დავით კეზერაშვილი და სხვა პირები.  თუ ისინი ფლობენ თბილისში კოლცენტრებს, გამოდის, რომ უჩა მამაცაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობენ დავით კეზერაშვილის სქემას. ლოგიკურად ასე გამოდის, სხვაგვარად  როგორ აიხსნება, რომ თბილისის ცენტრში ვინმეს ქონდეს ოფისი, სადაც მუშაობს 500 ადამიანი, ჩადის კიბერდანაშაულს, ამის შესახებ გერმანიის, ავსტრიის,  შვეიცარიის  და სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურის თანამშრომლებისათვის ეს ინფორმაცია ცნობილია და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა,   ან რომელიმე სხვა დაწესებულებამ ამის შესახებ არ იცის?  ეს საქმე 5 ადამიანის დაკავებით ვერ დასრულდება, რადგან ამ საქმის გამოძიებაში ჩართული არიან ევროპის ქვეყნების სამარდთალდამცველები.  ნებისმიერ შემთხვევაში,  დანაშაული მიუძღვით იმ პირებს, ვინც დაუშვა მსგავსი დანაშაულის ხელშეწყობა, განვითარება და იღებდა კონკრეტულ სარგებელს", - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

უახლესი ამბები