ვასო ურუშაძე - ოლიგარქიული რეჟიმის სურვილია, გაგვაჩუმოს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ შევწყვიტოთ მათი მხილება კორუფციაში

დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ  სასამართლო პროცესი გაიმართა.

უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელ პირებს ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას სასამართლოში უჩივის, ის მორალური ზიანის სანაცვლოდ მათგან 150 000 ლარს ითხოვს.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა უჩა მამაცაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულის მფარველობაში ამხილეს, საუბარი ეხება ეგრეთწოდებულ „ქოლცენტრებს“, რომლებიც თაღლითური გზით ახდენენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ძარცვას. უმძიმეს ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულს მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და  მიმდინარეობს  გამოძიება ათეულობით ფაქტზე. ანტიკორუფციული მოძრაობის მტკიცებით, "აღნიშნულ დანაშაულს საქართველოში ჰყავს კონკრეტული მფარველები და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანია არაფორმალური მმართველი უჩა მამაცაშვილი".

"ოლიგარქიული რეჟიმის სურვილია გაგვაჩუმოს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ შევწყვიტოთ მათი მხილება კორუფციაში, აღარ ვახსენებდეთ მათ  სახელებსა და გვარებს, ჩადენილ დანაშაულებს. მათ სურთ მარტო დარჩნენ, მიტაცებული ძალაუფლების პირობებში სრულად აკონტროლონ სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლო კორპუსი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. დღეს საქართველოში  ოლიგარქიული რეჟიმი დევნის პოლიტიკოსებს, მედია მენეჯერებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ამისთვის კი წარმატებით იყენებს მონურ მორჩილებაში მყოფ ძალოვან უწყებებსა და სასამართლოს.

დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის დემონსტრირებაა, მათი ამოცანაა ხელი შეგვიშალონ ჩვენს  საქმიანობაში, შეგვიქმნან დისკომფორტი, ფინანსური პრობლემები, რომ ჩვენ შევწყვიტოთ მათი მხილება,  თქვენ ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო ვეღარ იგებდეთ როგორ იპარავენ თქვენს ფულს, გართმევენ მომავალს და უკეთეს პერსპექტივას. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ იმ განუკითხაობაზე რაც დღეს ხდება ქვეყანაში და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების ფორმულა არსებობს და ეს არის ანტიკორუფციული მოძრაობა", - განაცხადა "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.

"უჩა მამაცაშვილი უარყოფს ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობას და ჩვენგან მტკიცებულებებს მოითხოვს, მაშინ როცა მე პირადად ვიყავი მედია საშუალებების თანდასწრებით ერთ-ერთი „ქოლ-ცენტრის“ მისამართზე, საჯაროდ ვაცხადებდი, რომ ამ კონკრეტულ მისამართზე იყო განთავსებული თაღლითური ოფისი და ადგილი ჰქონდა ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულს, ეს ინფორმაცია გაავრცელა ყველა მედია საშუალებამ, იქვე იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც და მიუხედავად ჩემი მოწოდებებისა საპოლიციო მოქმედებები არ დაწყებულა. აღნიშნული ფაქტი  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ეგრეთწოდებულ „ქოლ-ცენტრებს“ მფარველობს გავლენიანი მაღალი თანამდებობის პირები, ვინც  მართავს  სამართალდამცავ  სტრუქტურებს საქართველოში".

სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე უჩა მამაცაშვილი წლების განმავლობაში ზედამხედველობდა საპარტნიორო ფონდის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. 

დღეს სავარაუდოდ, მისი მეცადინეობით, ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, საქართველო ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით გახდა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეს და მომხმარებლებს თითქმის ორჯერ გაგვიძვირდა დენის ტარიფი.
სწორედ ეს არის კლასიკური მაგალითი რუსული ოლიგარქიული კლანის, რომელიც სოციალურად შეჭირვებული მოქალაქის ჯიბიდან მდიდრდება.

ივანიშვილის ოლიგარქიულმა კლანმა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ოკუპანტი ქვეყანას მიაბა, რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის და  საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას უდიდეს საფრთხეს უქმნის", - განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლაშა ფარულავამ.

უახლესი ამბები