ვასილ ურუშაძე - ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასილ ურუშაძემ, პარტიის ადვოკატთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, გენერალურ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა.

"დემოკრატიულ სახელმწიფოში, ირაკლი ღარიბაშვილი არა თუ თანამდებობას უნდა ტოვებდეს, არამედ ის უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და პასუხობდეს კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, მედიას და რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ, შემდგარ სახელმწიფოში საგამოძიებო სტრუქტურებს. ჩვენ არანაირი მოლოდინი იმისა არ გვაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება და ძირითად შემთხვევაში გამოყენებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, დაიწყებს გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა", - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, "სახელმწიფო ხარჯზე ღარიბაშვილის ამერიკული ტურნე კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად, ხოლო ღარიბაშვილის ცოლის დაბადების დღის წვეულების ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ქრთამის აღებას (პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონებრივი სარგებლის ან უპირატესობის მიღება), რაც წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით". 

უახლესი ამბები