გიორგი რუხაძე - შეიძლება ნატომ ცა არ ჩაკეტოს სამხედრო საშუალებებით, მაგრამ ჩაკეტოს ასეთი გზით

შეიძლება ნატომ ცა არ ჩაკეტოს სამხედრო საშუალებებით, მაგრამ ჩაკეტოს ასეთი გზით, -  ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირველი პირების უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით,  ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების ჩასვლა  არის ანალოგიური იმისა,  რაც  2008 წელს  თბილისში მოხდა და  ეს  იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რამაც გააჩერა გორიდან თბილისისკენ წამოსული ტანკები გააჩერა. 

"ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პირველი პირები ჩადიან ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, რაც მიანიშნებს, რომ ნატოს არ ეშინია.  მას არ უნდა კონფლიქტში ჩართვა, მას არ უნდა ომი რუსეთთან, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მას არ ეშინია. 
მეორე საკითხია პრაგმატული და პრაქტიკული საკითხი, რამდენად უფრო მეტი ნატოს წევრი ქვეყნის ოფიციალური პირი იქნება უკრაინის ტერიტორიაზე, ალბათობა იმისა, რომ ის ქალაქი დაბომბონ, იქნება უფრო დაბალი, ეს ერთგვარი ცოცხალი ფარიც არის. ცის ჩაკეტვაზე რომ ვსაუბრობთ, შეიძლება ნატომ ცა არ ჩაკეტოს სამხედრო საშუალებებით, მაგრამ ჩაკეტოს ასეთი გზით“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

მისივე განმარტებით, უკრაინაში ომი დამთავრდება, როდესაც ქვეყანას უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს.  

"რაც შეხება ომს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის  ვიქტორ იუშჩენკოს პასუხი წავიკითხე ცოტა ხნის წინ ამის  შესახებ, რომ ომი დამთავრდება მაშინ, როდესაც ბოლო ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას, როდის მოხდება, მან თქვა,  რომ ეს არ იცის. მეორე თეორიული ვერსია არის, რომ ომი დამთვრდება მაშინ, როდესაც ბოლო უკრაინელი გმირი დაიღუპება, ეს კი არასდროს მოხდება, იმდენი გმირი ყავს უკრაინას. შესაბამისად, ომი დამთავრდება მაშინ,  როდესაც ბოლო რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას“, - განაცხადა  გიორგი რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები