ლელა ჯეჯელავა - ეს კიდევ უფრო გაზრდის უნდობლობას პოლიციელებს და მოქალაქეებს შორის

ნამდვილად არ არის კარგი გადაწყვეტილება, ეს კიდევ უფრო გაზრდის უნდობლობას პოლიციელებსა  და მოქალაქეებს შორის,  - ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ პოლიციელთა ქალაქის აშენების ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რის შესახებაც დღეს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. 

ჯეჯელავას თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელსა და მოქალაქეს შორის  ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზღუდეები არ უნდა არსებობდეს. 

"არ შეიძლება პოლიციელსა და მოქალაქეს შორის არსებობდეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზღუდეები, თუ ჩვენ რა თქმა  უნდა, არ მივდივართ ტოტალიტარიზმისკენ.  

ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებისთვის ცალკეული ქალაქებისა და კვარტლების აშენების ტრადიცია  მახსოვს საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ ვნახე ჩინეთში, სადაც არის ტოტალიტარიზმი. 

არ ვიცი, რას ნიშნავს ახლა ამ  წარსულში დაბრუნება, იმ ფონზე, როდესაც ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები  მაქსიმალურად უნდა იყვნენ   ინტეგრირებულები მოქალაქეებთან, რომ მათ მიმართ არსებობდეს ნდობა. მოქალაქეები  უნდა გრძნობდნენ, რომ  ძალოვანები და პოლიციელები არიან მათი ნაწილი და არა რაღაც კასტა, რომლისაც მიმართაც უნდა ჰქონდეს გაუცხოება.  ეს თავად პოლიციელებისთვის არის დამაზიანებელი. 

არ ვიცი, ბინების მიღების და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობებების მსურველი პოლიციელები რამდენად გააცნობიერებენ ამას, მაგრამ ეს ნამდვილადაც არ არის კარგი გადაწყვეტილება, ეს კიდევ უფრო გაზრდის უნდობლობას მათსა და მოქალაქეებს შორის და ეს მათ მუშაობის პროცესში არ დაეხმარებათ ნამდვილად. 

ის, რომ ჩვენს ძალოვანებს სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ამისთვის არსებობს ბევრად უკეთესი გზები“, -განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები