ლელა ჯეჯელავა - ის, რაც პრემიერმა დღეს ჩაატარა პარლამენტში, არის სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა

ის, რაც პრემიერმა დღეს  ჩაატარა პარლამენტში,  არის სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა, -  ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

მისი თქმით, გაუგებარია, ოპოზიციას რა მოლოდინი ჰქონდა პრემიერისგან, როდესაც ის პარლამენტში დაიბარა. 

"ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიციის მხრიდან პრემიერის პარლამენტში მიწვევა რას ემსახურებოდა. არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ლაივ რეჟიმში მიიღეს ენით აუწერელი და გაუგონარი ლანძღვა-გინება პრემიერ-მინისტრისგან და მას კიდევ ერთხელ მისცეს შესაძლებლობა, უკადრებელი ეკადრებინა საკუთარი თავისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. 

საერთოდ, არ მესმის, ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ შეიძლება პოლარიზაციის დასრულებაზე ვილაპარაკოთ. ადამიანი, რომელიც ტრიბუნასთან იდგა, მისი ყოველი 5 სიტყვიდან 4 იყო ოპოზიციის ლანძღვა-გინება და ასეთი ადამიანი ლაპარაკობს პოლარიზაციის დასრულებაზე. მე მგონი, ადეკვატურობის და რეალური სიტუაციის აღქმის პრობლემა აქვს სრულიად პოლიტიკურ სპექტრს.

ის, რაც პრემიერმა დღეს  ჩაატარა პარლამენტში, ეს არის სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

რაც შეეხება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგების შესახებ პრემიერის რეპლიკას, - „ნუ ვატყუებთ ხალხს“, ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ პრემიერი არ მალავს,  რომ ის რუსეთის მხარესაა. 

"მას არ აქვს უფლება, პატივი სცეს უკრაინაში დაღუპულ გმირებს, ეს არის მისი პოზიცია, მისი პოლიტიკური კრედო. მან რომ ეს გააკეთოს, ამისთვის ძალიან მკაცრად დაისჯება. ხელისუფლება არც მალავს, რომ ამ ომში რუსეთს გულშემატკივრობს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები