ლელა ჯეჯელავა - ქვეყნის ინტერესებზე უფრო მეტად ამ ვიზიტებში ივანიშვილის ბიზნეს ინტერესების წაკითხვა შეიძლება

ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ ვიზიტებში არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესები არ იკვეთება, ქვეყნის ინტერესებზე უფრო მეტად ამ ვიზიტებში ივანიშვილის ბიზნეს ინტერესების წაკითხვა შეიძლება,  - ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი რუსეთისათვის სანქციების თავის არიდების თემას უკავშირდებოდეს. 

"აქამდე ვინ შეუშალათ ხელი საამიროებიდან ინვესტიციები მოეზიდათ? არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესები არ იკითხება ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ ვიზიტებში,  ქვეყნის ინტერესებზე უფრო მეტად ამ ვიზიტებში ივანიშვილის ბიზნეს ინტერესების წაკითხვა შეიძლება.    

არაბთა გაერთიანებული სამეფოში ინახება და ილექება საეჭვო კაპიტალი. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, ამ ტიპის მოლაპარაკებებიც მიდიოდეს. სანქციებისათვის თავის არიდების თემა  ასევე წყდება გაერთიანებული საამიროების გავლითაც. ასე იქცევა ირანიც, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და არ გამოვრიცხავ, რომ ამ გზას მიმართავენ ახლა რუსები და ის ქვეყნები,  რომლებიც როგორღაც რუსებს ეხმარებიან“, - განაცხადა ლელა ჯეჯელევამ. 

არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ემირატებში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. რაც მოიცავს ინვესტიციების მოზიდვისა და  თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები