ვიქტორ მედვედჩუკი - გამცვალეთ მარიუპოლის მცხოვრებლებსა და მცველებში

უკრაინას უმაღლესი რადას დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, იმ უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებზე გაცვლას ითხოვს, რომლებიც ბლოკირებულ მარიუპოლში იმყოფებიან. შესაბამისი წინადადებით მან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა.

ამის შესახებ მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

"მინდა მივმართო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს თხოვნით, რომ გაცვალონ მარიუპოლის დამცველებსა და იქ მცხოვრებლებში, რომლებიც დღეს იქ არიან და ქალაქს ვერ ტოვებენ“, - აცხადებს მედვედჩუკი.

პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებული დეპუტატი უკრაინის დატოვებას გეგმავდა. 

14 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს მოძრავი და უძრავი ქონება - 154 ობიექტი დააყადაღა. დაყადაღებულ ქონებას შორის არის - 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 26 მანქანა, 17 საპარკინგე სივრცე და 1 მოტორიზებული იახტა. ოჯახს 25 კომპანიაში კაპიტალის წილიც ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები