პესკოვი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების ზომების შემუშავებას გამოიწვევს

ფინეთის ნატო-ში შესვლა რუსეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების შემუშავებას გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალში როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი გამოხატული, რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან.

"პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთ ფლანგების გასაძლიერებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება ელემენტები სპციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ფინეთი შეუერთდა იმ „არამეგობრულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით მათი ქვეყნის მიმართ გადაიდგა“.

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები