ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას მოხმარდება, როგორიცაა ტანკები და არტილერია. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა უკვე ორ მილიარდ ევროს აღწევს.

ასევე ბორელმა, "დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, დააწესონ ახალი სანქციები, შეეცადონ მოახდინონ რუსეთის ფედერაციის იზოლირება მსოფლიო ასპარეზზე და შექმნან ერთიანი ფრონტი უკრაინის მხარდასაჭერად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები