ენტონი ბლინკენი - ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები