ბლინკენი ერთ კვირაში უკვე მეორედ ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი კვლავ ჩავიდა ისრაელში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ქვეყანაში "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ბლინკენი ისრაელში ექვსი არაბული ქვეყნის ტურნეს შემდეგ დაბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კვლავ შეხვდება.

ბლინკენი ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია. მან ნეთანიაჰუს აშშ-ის მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ დღეების განმავლობაში უკვე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეძლებს ერთდროულად მხარი დაუჭიროს როგორც უკრაინას, ასევე ისრაელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები