ბლინკენმა დეპუტატები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას გააფრთხილა კანონმდებლების მცირე ჯგუფი, რომ მისი დეპარტამენტი თვალყურს ადევნებს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა, მალე შეიჭრას სომხეთში.

როგორც Politico წერს, 3 ოქტომბერს შემდგარ საუბარში ბლინკენმა კანონმდებლებთან ერთად აზერბაიჯანის წინააღმდეგ შესაძლო ზომები განიხილა. Politico წერს, რომ ეს მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ რეგიონის დატოვებაზე საპასუხო ნაბიჯი იქნება.

ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დაეკისროს. მისი განცხადებით, არ აპირებენ განაახლოს აშშ-ის მიერ ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის "პირდაპირი მოლაპარაკებების გზით" გადაჭრის მიმართ ერთგულებას.

საუბრიდან რამდენიმე დღეში დეპუტატმა პალონმა დაწერა, რომ შიშობს, აზერბაიჯანი სომხეთში მალე შეიჭრება.

"ალიევი წინ მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაიკავოს სამხრეთ სომხეთი", - წერს ის.

მთიანი ყარაბაღი ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი ტერიტორიული დავა არ არის. 2021 წელს ალიევი დაიმუქრა, რომ სომხეთის სურვილის მიუხედავად, ზანგეზურის დერეფანს გაიყვანდნენ. საუბარია სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელიც სამხრეთ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "სომხეთში ეს აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზიები".

Politico-ს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალიევის მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანი სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას უარყოფს. მისი თქმით, კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან ბოლო ორი კვირა იყო ყველაზე მშვიდი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ისტორიაში.

უახლესი ამბები