შვედეთის ელჩი - უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს სასამართლო და ნდობა მის მიმართ

საქართველოში შვედეთის ელჩის განცხადებით, ევროპისკენ გზა რეფორმებია.

"უახლოეს მომავალში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას და შემდეგ წევრ ქვეყნებს შორის განხილვას. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერც კომისიის შეფასებაზე და ვერც დისკუსიაზე. შემიძლია, სამ საკითხს გავუსვა ხაზი.

პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი. მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ეს აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის და მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს სასამართლო და ნდობა მის მიმართ. კონკრეტულ საქმეებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ მათ თვალს და შეფასებებზეც, რაც კეთდება, ყურადღებას ვამახვილებთ”, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა.

უახლესი ამბები