ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს. ცერემონიას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.

"ეს ისტორიული დღეა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის ნატოში შესვლას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში.  პირველად 32 დროშა ერთად ფრიალებს. ისინი წარმოადგენენ 32 ქვეყანას, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნისთვის დაიცვან ერთი მილიარდი ადამიანი, თავიდან აიცილონ ომი და დახარჯონ მშპ-ს 2%-ზე მეტი თავდაცვაზე", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, შვედეთის შესვლა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება.

"მას ვერავინ დახურავს. ყველა ხალხს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ ყველა ვირჩევთ თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას. სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის ამ ღირებულებებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულოფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი ახლა "მოკავშირეა მოკავშირეებს შორის".

"ეს არის ისტორიული ნაბიჯი, მაგრამ ასევე სრულიად ბუნებრივი ნაბიჯი. ჩვენ ვემზადებოდით ათწლეულების განმავლობაში და დეტალურად ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ წევრობის წყალობით, შვედეთი დაბრუნდა სახლში, უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სახლში, ჩვენი კარგი მეზობლების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სახლში

დემოკრატიული უსაფრთხოების თანამშრომლობის სახლი, უსაფრთხოების თანამშრომლობის სახლი ჩვენი კარგი მეზობლების უსაფრთხოებაა“, - განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

შვედეთმა ფინეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა, თუმცა თურქეთი და უნგრეთი შვედეთის გაწევრიანებას დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ.

მოგვიანებით ანკარამ თანხმობა განაცხადა, უნგრეთი კი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც განაცხადის რატიფიცირებას კიდევ დიდხანს არ ახდენდა. საბოლოოდ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირება მაინც მოახდინა, 5 მარტს კი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

უახლესი ამბები