შალვა შავგულიძე - ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სამეულში და ევროპული პერსპექტივა, რაც მოგვანიჭეს, არის ჩავარდნა და არა დიდი წარმატება

"დღეს თქვენ უნდა საუბრობდეთ, არა იმაზე ათი წლის წინ რა იყო ცუდად ნაცმოძრაობის დროს, არამედ იმაზე, რა არის კარგად დღეს უკვე ათი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს“,-  მიმართა პარლამენტის უფრაქციო  წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის მიღება არ არის მონაპოვარი. მისი თქმით, ეს არის ჩავარდნა და არა დიდი წარმატება.

"ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ევროპის ბრალია, რომ არ გვიღებენ. ანუ ევროპა მტრობს საქართველოს და სრულიად უმიზეზოდ უარს გვეუბნება? ევროპა მტერია? ძალიან კარგი მესიჯია ევროინტეგრაციისათვის! ვერაფერს ვიტყვით. შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპა უკრაინას და მოლდოვას კარს უღებს ომის გამო, ხოლო ჩვენ გვსჯიან იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ. ანუ ევროპას ჩვენი ომში ჩართვა უნდა და დიდი სურვილი აქვს რაც შეიძლება მეტი ქართველი დაიღუპოს ამ ომში? ესეც გადასარევი მესიჯია, მითუმეტეს ევროინტეგრაციაზე მზრუნველი პრემიერისგან. ასევე ბრძანეთ, ნაცმოძრაობის დროს ყველაფერი ცუდად იყო და დიდი დრო დაუთმეთ ამაზე საუბარს, მაგრამ ათი წელია „ქართული ოცნება“  ხელისუფლებაში ხართ და დღეს თქვენ უნდა საუბრობდეთ, არა იმაზე ათი წლის წინ რა იყო ცუდად ნაცმოძრაობის დროს, არამედ იმაზე, რა არის კარგად დღეს უკვე ათი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს.  ეგ არ გაქვთ სათქმელი და ამიტომ იმ ათ წელზე ლაპარაკობთ. შემდეგ ბრძანეთ, რომ არახამია ამერიკაში ცდილობდა, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა სტატუსი. 

არახამიას ნათქვამები არ გვინახავს, მაგრამ გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახეთ ბატონი გონჩარენკოს ძალიან გულწრფელი და ემოციური გამოსვლა, რომელიც ითხოვდა, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსაც მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ნამდვილად ვნახეთ. ბრძანეთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი კი არ არის, არამედ უდიდესი ქველმოქმედია და დიდი დრო დაუთმეთ მის ქება-დიდებას. საყდრისის აფეთქება დიდ და კარგ ქველმოქმედებად ვერ უნდა ჩავთვალოთ. ევროკომისიის გადაწყვეტილება დიდი მონაპოვარიაო, რომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და მივიღეთ ეს ევროპული პერსპექტივა - ეს არ არის მონაპოვარი იმიტომ, რომ ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სამეულში და იმ ორმა მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩავარდნა და არა დიდი წარმატება“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები