შალვა შავგულიძე - პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ, მაქსიმალურად ეფექტური რა იქნება იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ ეს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ივანიშვილს ემსახურება

საქართველოს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება  ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, ხოლო  ივანიშვილი  თავის ვალდებულებებს რუსეთის წინაშე, - ამის შესახებ  Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  ქვეყნის არაფორმალური მმართველის ინტერესები აცდა საქართველოს განვითარების ინტერესს.   

"ივანიშვილის ინტერესები,  სამწუხაროდ,   არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.  მას, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ვალდებულებები  აქვს რუსეთის წინაშე. ჩვენ ვხედავთ,  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 12-მა ოლიგარქმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, ისე რომ ჯერ საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. ყველასთვის ნათელია, რომ აქ რუსეთის უშიშროების სამსახური მუშაობს, თუკი ოდნავ ვინმეს მიმართ ეჭვი შეიძლება არსებობდეს, ასე უსწორდებიან. 

ბიძინა ივანიშვილი რთული ამოცანის წინაშე დგას, უნდა თავი დააღწიოს იმ ვალდებულებებს, მაგრამ ძნელია და ხედავს, რაც ხდება. სიცოცხლის გადარჩენაც უნდა და იმ ფულის შენარჩუნებაც, რომელიც იქ იშოვნა“, - განაცხადა შავგულიძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ  გამოსავალი  უნდა იპოვოს,  რომ ერთი კაცის  ნებას  ქვეყნის ბედი არ გადააყოლოს. 

"ხომ არ შევწირავთ მთელ ქვეყანას და  მისი ვალდებულებების სამსახურში ხო არ დავაყენებთ?  რა თქმა უნდა, არა! ჩვენ უნდა პრაგმატულად ვიფიქროთ, მაქსიმალურად ეფექტური რა იქნება იმისთვის,  რომ გავანეიტრალოთ ეს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, ხოლო  ივანიშვილი  - თავის ვალდებულებებს რუსეთის წინაშე. როგორმე უნდა მოვახერხოთ და მივაღწიოთ ინტეგრირებას როგორც   ევროკავშირში, ისე ნატოში. ამის რესურსი აქვს ქართველ საზოგადოებას. არ არის ადვილი, როცა ხელისუფლება საწინაღმდეგო პოზიციაზე დგას, მაგრამ ისეც არ არის, რომ ერთი კაცის ნებამ აჯობოს მთელი ქვეყნისა და ხალხის ნებას“, - განაცხადა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები