შალვა შავგულიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით და არაკეთილსინდისიერად ჩაატარა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკანონმდებლო პროცესი

"წინა სასესიო კვირაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ჩემს კრიტიკას ბატონმა რატი იონათამიშვილმა არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა უწოდა. მეორე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა  სპეციალური განცხადება გაავრცელა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ის პირადი ცხოვრების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ვფიქრობ ევროკავშირის ელჩის ამ განცხადებით ამომწურავი პასუხი გაეცა  კითხვას, თუ რამდენად შეესაბამება უკვე მესამე მოსმენით მიღებული უმრავლესობის წევრების აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ სამართალს“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით და არაკეთილსინდისიერად ჩაატარა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ  კანონპროექტზე საკანონმდებლო პროცესი

"ასეთი მანკიერი პრაქტიკა თუ დამკვიდრდა, საერთოდ აზრი დაეკარგება საკომიტეტო განხილვებს, ვინაიდან შესაძლებელი გახდება, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელოს კანონპროექტზე, მხარი დაუჭიროს მის კონკრეტულ რედაქციას, ის გამოაგზავნოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად და პლენარულს სხდომაზე მომხსენებელმა წარმოადგინოს კანონპროექტის შინაარსობრივად განსხვავებულიო ვერსია. უფრო მეტიც, პლენარულ სხდომაზეც შეუძლებელი გახდება კანონპროექტის ასეთი ახალი ვერსიის სრულფასოვანი განხილვა, ვინაიდან პარლამენტის წევრები კანონპროექტის ტექსტის ზეპირად წარმოდგენილი ახალი ვარიანტის გაცნობას და გააზრებას ვერ მოასწრებენ, ისე დამთვარდება პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა“, - განაცხადა შავგულიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები