შალვა შავგულიძე - ხელისუფლებას შეეშინდა, რომ არსებული წესით არჩეული სახალხო დამცველიც, ლომჯარიას მსგავსად, მისგან დამოუკიდებელი იქნებოდა

ხელისუფლებას შეეშინდა, რომ არსებული წესით არჩეული სახალხო დამცველიც, ლომჯარიას მსგავსად, მისგან  დამოუკიდებელი პირი იქნებოდა, -  ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა მხოლოდ დემოკრატიულობის ილუზიის შექმნას  ემსახურება  და რეალურად, ხელისუფლების  სასურველი კანდიდატის არჩევის მეტ შესაძლებლობას იძლევა. 

"სახალხო დამცველის როგორც წარდგენის, ისე არჩევის არსებული წესი სრულიად დამაკმაყოფილებელია, რომლის შედეგად ჩვენ ნინო ლომჯარია მივიღეთ - სახალხო დამცველი, რომელიც არ იყო მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. ის კვალიფიციურად და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. ხელისუფლება სწორედ ამან შეაშფოთა. თუ ამ წესით მოხდება არჩევა, შესაძლოა, მომავალი სახალხო დამცველიც მისგან დამოუკიდებელი პირი იყოს. ამიტომ შემოგვთავაზა წესი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, მისგან კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩიოს.  ამით იქმნება ყალბი, მოჩვენებითი სურათი.  ეს უკვე მათ სტილად გადაიქცა, რომ დემოკრატიულობის ნიღაბქვეშ იღებენ კანონებს, რომელიც მათ ერთპარტიულ ინტერესებეს შეესაბამება“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

ფრაქცია "ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები