თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან - მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად, სოფელ სკანდესა და ღვანკითში სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს გაეცნო, მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრა.

"სოციალური მიმართულებით,  ოჯახების გაძლიერების მიზნით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მოქმედი "სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ცხრა ახალი სახლის მშენებლობა დასრულდება. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. ჩვენ ვიზრუნებთ სახლდაზიანების პროგრამა სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბური  გავხადოთ, შესაბამისად, მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით",- აცხადებს ლაშა გოგიაშვილი.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ნაცვლად ხუთი სახლისა,  ცხრა საცხოვრებელი სახლი აშენდება.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იდეა-მშენი’’ ახორციელებს.

ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე, ზედა საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგბერაშვილი, ასევე ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ჭანკვეტაძე  იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები