თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1989  წლის 9 აპრილს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს. 

მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ქ.თერჯოლაში, 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. აღნიშნულ ღონისძიებაზე მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის  მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა. 

"1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას,საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში , საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია.

დარბევის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, დაიღუპა 21  ახალგაზრდა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთაგან 17 იყო ქალი. ქართველი ქალების და ახალგაზრდა ვაჟკაცების ერთიანობამ მოგვიტანა ჩვენი სამშობლო დღემდე, ამ ერთიანობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.

სასულიერო პირებმა გმირების  სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს. გმირთა მემორიალთან მოეწყო მცირე მხატვრულ ლიტერატურული პერფორმანსი, რომელიც 9 აპრილის თემაზე მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის და თერჯოლის კერძო სკოლა "მზეკაბანის" აღსაზრდელებმა მოამზადეს.

დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ძევრში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები და თერჯოლელი საზოგადოება დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები