კუბილიუსი - ოლიგარქი არის პერსონა, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და შეუძლია დანიშნოს თავისი ასისტენტები მინისტრებად, ასეთი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია

ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

"რეკომენდაციების პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი დეპოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც აბსურდია.

ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს. შეიძლება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით.

ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერმინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. ამაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები