თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ლაშა ლანჩავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ თავასაში იმყოფებოდა.

დასკვნით ეტაპზეა თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები, ამ დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და სანიაღვრე არხების, ასევე გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სოფელს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები