რაფაელ გროსი - ცეცხლს ვეთამაშებით, უნდა დავიწყოთ ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნა

IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბაზაზე ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნას მოითხოვს, - ამის შესახებ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით. დარტყმები, რომელიც მე პირადად ვნახე და შევაფასე ჩემს ექსპერტებთან ერთად, უბრალოდ მიუღებელია", - განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისიის წევრები დაეხმარებიან სიტუაციის სტაბილიზაციას და ადგილზე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან, თუ სრულ, სწრაფ და სანდო ინფორმაციას მიიღებენ.

"ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ ძალიან მარტივ, მაგრამ უაღრესად აუცილებელ დამცავ მექანიზმზე, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც ახლა ხდება – ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა“, – განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.

გროსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკეთესო ღონისძიება უკრაინაში ბირთვული ობიექტების და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება ამ შეიარაღებული კონფლიქტის დაუყოვნებელი შეწყვეტა, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, საჭიროა გადაუდებელი დროებითი ზომები ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად.

"ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ", - აღნიშნა გროსიმ.

მსგავსი სიახლეები