ზელენსკი - რუსი ტერორისტები მიიღებენ პასუხს ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმაზე

რუსი ტერორისტები მიიღებენ პასუხს ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიეს დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ოკუპანტების თავდასხმის სამი მსხვერპლის შესახებ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას.

"და რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს თავის განაჩენს. პასუხი რუსი ტერორისტებისთვის იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალს დღეს დაარტყეს. ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური მალაშკოს განცხადებით, რუსების თავდასხმის შედეგად განადგურდა ტაძარი და საცალო ვაჭრობის ობიექტები. მაღალსართულიან შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები