გალუშჩენკო - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოველი გათიშვა უკრაინაში ფუკუსიმას განმეორების საფრთხეა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოველი ბლეკაუტი უკრაინაში ფუკუსიმას განმეორების საფრთხეა, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ღამით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მერვე გათიშვა მოხდა და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

"ყოველი გათიშვა არის ავარიის საფრთხე, ეს არის სიტუაცია ფუკუსიმას განმეორების ზღვარზე", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს სიტუაცია მოითხოვს უფრო მკაცრ რეაგირებას რუსეთის ქმედებებზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემთხვევაში შედეგების მასშტაბები შეიძლება იყოს დიდი.

გალუშჩენკოს თქმით, 2022 წელს სადგურზე ავარიის შესაძლო შედეგები გამოითვალეს - მაშინ საუბარი იყო რადიაციის გავრცელებაზე, კერძოდ, ყირიმში და უკრაინის ზოგიერთ მეზობელზე. კერძოდ, რუმინეთი და თურქეთი შესაძლოა, რადიაციული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩენილიყვნენ.

"წელს გამოთვლებმა აჩვენა, რომ რადიაციული აფეთქება უფრო მეტად წავა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც დასავლეთ საზღვარზე გვესაზღვრებიან. ეს ზოგადად ძალიან საშიში ვითარებაა", - განაცხადა გალუშჩენკომ.

მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია 6 ბლოკით და ეს მნიშვნელოვნად ზრდის ნებისმიერი ინციდენტის რისკს.

ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუსებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში დაიკავეს. მეტიც, ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკა განათავსეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. მთელი ოკუპაციის განმავლობაში სადგური რამდენჯერმე გათიშული იყო უკრაინის ენერგოსისტემებიდან.

სადგურზე იმყოფებიან IAEA-ს ექსპერტები. ნოემბრის დასაწყისში სააგენტომ ზედამხედველების მე-13 როტაცია განახორციელა.

მანამდე "ენერგოატომმა" აღნიშნა, რომ ოკუპაციის დაწყებიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკვე 7 სრული გათიშვა მოხდა. ასეთმა ინციდენტებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა სახელმწიფოების  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები