ლევან ბეჟაშვილი - ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და სანქციების სია

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დოკუმენტს ეხმაურება.

მისი შეფასებით, "ეს ტერმინოლოგია უკვე კონკრეტული დიაგნოზია". 

"ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია. ამიტომ, ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ გვარებს, კონკრეტულ სანქციებს" - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

USAID-ის  მიერ  გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში, რომელიც  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებაზე დაყრდნობით არის მომზადებული, საქართველოში არსებულ კორუფციასა და მის მიზეზებზეა საუბარი, ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით კი ქვეყნისათვის საგარეო დახმარების შეჩერებაა დასახელებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები