ფაშინიანი - ამ დროისთვის 49 მსხვერპლი გვყავს

ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 49 მსხვერპლი გვყავს, მაგრამ ეს რიცხვი, სამწუხაროდ, საბოლოო არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა.

"სანამ არ დავრწმუნდებით ჯარისკაცის ან ოფიცრის გარდაცვალებაში, ინფორმაცია არ გამოქვეყნდება. ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად და გმირულად იბრძოდნენ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამაზეა დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და სანამ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადამწყვეტ მომენტში სამშობლოს გულისთვის სიცოცხლე გაწირონ, ეს ნიშნავს, რომ სომხეთს აქვს და ექნება სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა იქნება მარადიული“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს ჯერ 4, მოგვიანებით კი კიდევ 2-3 მიმართულებით.

"აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს სიტუაცია ისე, რომ თითქოს სომხეთის პროვოკაციებს უპასუხეს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ აზერბაიჯანის შეტევები 1-2 მიმართულებით გრძელდება. თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი აფასებს სიტუაციას, დანაკარგები და განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სიახლეები