ეკა ბესელია - ძალიან მძიმეა განცხადებები, რომლებსაც მოსამართლეები აკეთებენ, ნებისმიერ ქვეყანაში ამას მოყვებოდა უსერიოზულესი რეაქცია

პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის,  რომ პარლამენტს აქვს საგამოძიებო ფუნქცია, ეს საკონტროლო ფუნქცია უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც სისტემური პრობლემები,  - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მართლმასაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევები არის, ის რის გამოც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

"რაც უნდა თქვან ვოლსკიმ და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და ასეთი კომიკური განცხადებები ვისმინოთ, რომ მოსამართლეები არ უნდა ჩაერთონ პოლიტიკაში, მათ არ ყოფნით გამბედაობა,  თვალი გაუსწორონ რეალობას.  ის, რის გამოც საქართველომ დაკარგა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, არის სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევები.

ძალიან მძიმეა განცხადებები, რომლებსაც მოსამართლეები აკეთებენ. ნებისმიერ ქვეყანაში ამას მოყვებოდა უსერიოზულესი რეაქცია. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე არ რეაგირებს  და   საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, რომელიც სისტემურ პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, უყურებს როგორც არასერიოზულ მექანიზმს და ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო უწყება და ავიწყდება,  რომ პარლამენტს აქვს საგამოძიებო ფუნქცია. მან არ იცის, რომ ჩვენ პარლამენტის რეგლამენტში ჩავწერეთ, რომ თემატური მოკვლევები, საგამოძიებო ჯგუფები, და ა. შ.  ეს არის პარლამენტის ხელები, რომლითაც ის საკონტროლო ფუნქციას ახორციელებს. ეს საკონტროლო ფუნქცია არის უმნიშვნელოვანესი მაშინ, როდესაც სისტემური პრობლემებია. სხვა მეტი რაზე შეიძლება ქონდეს რეაქცია ხელისუფლების წარმომადგენელს?!“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები