ზურაბ ბატიაშვილი - ციფრებით მანიპულაცია ხდება, არ არის ეს ციფრები სარწმუნო

დღეს სასწაული ციფრები გამოცხადდა, თითქოს რამდენიც შემოვიდა,  იმდენი გავიდა. თუ ასეა, სად ვხედავთ იმ ხალხს, ვინც ქვეყნიდან გადის? - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა შსს-ს მიერ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის და გასვლის სტატისტიკური მონაცემების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742-მა მოქალაქე შემოვიდა, ხოლო  62 120 გავიდა. 

ბატიაშვილი შსს-ს სტატისტიკას ციფრებით მანიპულირებას უწოდებს. 

"დღეს სასწაული ციფრები გამოცხადდა, თითქოს რამდენიც შემოვიდა იმდენი გავიდა. თუ ასეა, სად ვხედავთ იმ ხალხს, ვინც ქვეყნიდან გადის? იქ თუ 20-კილომეტრიანი რიგია, 10-კილომეტრიანი მაინც ხომ უნდა იდგეს სომხეთის საზღვართან, სარფში, ან თბილისის აეროპორტში?  სადმე ვხედავთ ამ რიგებს? არ ვხედავთ. ციფრებით მანიპულაცია ხდება, არ არის ეს ციფრები სარწმუნო, 10 ათასობით ადამიანი შემოდის, რუსული პრესა წერს, რომ 115 ათასი შემოვიდა მხოლოდ ერთ კვირაში, მაშინ როდესაც აქ სულ სხვა ციფრებია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.  
მისი თქმით, გაურკვეველი მასა შემოდის საქართველოში, გაურკვეველი მიზნებით.

"ამავე დროს არ უშვებენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს,  ასევე არ უშვებენ ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც გაწირეს იმისთვის, რომ საზარბაზნე ხორცად  იყვნენ იქ გამოყენებულები, ისევე როგორც ბურიატები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები