გიორგი რუხაძე - თუ "ოცნებას“ დაჭირდება, რომ ვიღაცამ 12 პუნქტის შესრულება ჩააგდოს, აგერ არიან "დაუმორჩილებლები“

თუ "ოცნებას“ დაჭირდება, რომ ვიღაცამ 12 პუნქტის შესრულება ჩააგდოს, აგერ არიან „აჯანყებულები“ და „დაუმორჩილებლები“, - ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრ - GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა აღარ აქვს, შესაბამისად, "ხალხის ძალა" თუ კანონპროექტის ჩაგდებას მოინდომებს, შესაძლოა, მას ეს გამოუვიდეს. 

"ჩვენ საკმაოდ ცოტა დრო დაგვრჩა ახლა, სანამ ეს 12 პუნქტი შესრულდება, შესაბამისად, ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები მისაღებია. თუ „ოცნებას“ დაჭირდება, რომ ვიღაცამ ეს ჩააგდოს, აგერ არიან „აჯანყებულები“ და „დაუმორჩილებლები“.  დაჩი ბერაია, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო, ახლა შეუერთდა მათ.

შეიძლება ეს არც დაჭირდეს, მაგრამ თუ დაჭირდა, იტყვის - აგერ 7 საკანონმდებლო ცვლილებიდან 5 გავიტანეთ და 2 ჩაგვიგდეს. ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს. ჩვენ გვაქვს უკვე კოალიციური მთავრობა საქართველოში, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“.  შესაბამისად, თუ ხალხის ძალა გადაწყვეტს, რომ რაღაც არ უნდა,  ასე იქნება. 

სასამართლო რეფორმას ჩააგდებს, ან რომელიმე სხვა კანონს, თუ მოინდომა. თან იტყვის, რა ვქნათ, დამოუკიდებელი ხალხია,  ჩვენ კი ვეთანხმებით იდეურად ერთმანეთს,  მაგრამ... აქაც აიხლართნენ, კობახიძე კი ეთანხმება იდეურად ამ ხალხს, ღარიბაშვილი არ ეთანხმება“, - განაცხადა რუხაძემ. 
დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი გამოაკლდა, რომელიც განდგომილ ოთხეულს - „ხალხის ძალას“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები