შოთა თუთბერიძე - საეჭვოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა მას საშუალებას, ფიზიკურად ან თუნდაც ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს პროცესში

საეჭვოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა მას  საშუალებას, ფიზიკურად ან თუნდაც ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. 

კიევის სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, გასცემს თუ არა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის ნებართვას. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნდა მოხდეს  მიხეილ  სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა და იქ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

ადვოკატის თქმით, არ აქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის ნებართვას გასცემს.

"უკრაინის პროკურატურა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ამ საქმეებზე დაკითხვას და მისგან ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა არ მგონია საქართველოს პოლიტიკური  ხელისუფლების ინტერესებში ამჟამად შედის მიხეილ სააკაშვილისთვის ამის საშუალების მიცემა. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამის საშუალებას პენიტენციური სამსახურისგან მოგვცემა. 

ამასთან, მნიშვნელოვანია, ითქვას,  რომ ძალიან საეჭვოა,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა მას  საშუალებას, ჩაერთოს პროცესში  ფიზიკურად, ან  თუნდაც ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს. თუმცა ის, რომ უკრაინას სურს, საკუთარი მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიწვევა უკრაინაში, იმისთვის, რომ გამოძიება იყოს სრულმხრივი, ეს ბუნებრივია“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები