შოთა თუთბერიძე - ეს პროცედურული ნაწილია მხოლოდ, რაზეც დღესდღეობით მივიღეთ პასუხი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანას არ ითხოვდა.

მისივე თქმით, დღევანდელი პასუხი ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება.

"მე მოვისმინე დღეს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ თითქოს არ დაავალა იუსტიციის სამინისტროს ბატონი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაც კიო და ეს თითქოს ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ამასთან ერთად უნდა განიმარტოს, რომ ჩვენი მოთხოვნა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს მისი უფლებების ეფექტიან დასკვნას და შესაბამისად არარსებულ მოთხოვნაზე მითითება ცხადია, გახლავთ აბსოლუტურად უსაფუძვლო.

ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს არის პროცედურული ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლავთ სწორედ ეს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც დღესდღეობით მივიღეთ პასუხი", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.  

მსგავსი სიახლეები