შოთა თუთბერიძე - ხელისუფლებას მოუწევს ცოცხალი ან გარდაცვლილი მიხეილ სააკაშვილის ჩვენება ქართველი ხალხისთვის

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, ხელისუფლებას მოუწევს ცოცხალი ან გარდაცვლილი მიხეილ სააკაშვილის ჩვენება ქართველი ხალხისთვის,  - ამის  შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის გამოცხადება არის იძულებითი ნაბიჯი. 

"ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ერთი-ერთზე შეხვედრისას შიში გიჩნდება ადამიანს, რომ შეიძლება რამე დაემართოს. სამუდამოდ შუშის კოლბაში დაფარულად ვერ ამყოფებენ. მე ძალიან მიმძიმს ამის თქმა, ცოცხალის ან გარდაცვლილი მიხეილ სააკაშვილის ჩვენება ხელისუფლებას მოუწევს ქართველი ხალხისთვის. 

მიხეილ სააკაშვილის სურვილი ან თვითმიზანი არ არის, რომ შიმშილობა გამოაცხადოს, ეს არის ადამიანის გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს. ის ითხოვს ძალიან ელემენტარულ რამეს, საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლების რეალიზებას. ამიტომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან“, - განაცხადა თუთბერიძემ.  

მისი თქმით, დაუყოვნებლივ მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ მიიღოს წერილობითი დადასტურება იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება ექნება მომდევნო პროცესზე ჩართვის. 

"შიმშილობა განსაკუთრებული რისკის შემცველია. ეს ექიმებმა დამიდასტურეს, ამიტომ დღესვე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში ველოდები წერილობითი დადასტურებას იმისას,  რომ პრეზიდენტს ექნება საშუალება, მომდევნო პროცესში მონაწილეობა მიიღოს.  ამ შემთხვევაში სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები