შოთა თუთბერიძე - არავითარი საერთო ამ საქმეს მართლმსაჯულებასთან არ აქვს

არავითარი საერთო ამ საქმეს მართლმსაჯულებასთან არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, რომელიც დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე  არის ჩანიშნული.  

"მას ედავებიან ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მცდელობას, სწორედ ეს აქცევს ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად და არავითარი საერთო ამ საქმეს მართლმსაჯულებასთან არ აქვს. რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ შეინიშნება, ამიტომ სავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესსაც ვერ დაესწრება“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით კანონით დაშვებულ ყველა პროცედურას გამოიყენებს. 

"ბუნებრივია, მექანიზმი სასჯელის გადავადებისა, მათ შორის ავადმყოფობის გამო არსებობს. ეს არის საპროცესო ინსტიტუტი, თუმცა,  ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ საბოლოო პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახავთ ექსპერტიზის დასკვნას და გავეცნობით მის შინაარსს. დაცვის მხარე ყველა მექანიზმებს გამოიყენებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაცვას უზრუნველყოფს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია" იმყოფება, თუმცა  მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები