გედევან ფოფხაძე - შეიქმნა მოცემულობა, როდესაც კახი კალაძე არავისთან არ არის ვალდებული, დანიშნული მერია

კახი კალაძე არავისთან არ არის ვალდებული, დანიშნული მერია, -    ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც ხდება ქვეყანაში, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.

"ამ მთავრობის მოდელს თუ ავიღებთ, პასუხისმგებლობა ყველაფერზე უნდა აიღოს ბიძინა ივანიშვილმა. რეალურად, ამ ქვეყანაში არავის ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ აქვს, არცერთ ჩინოვნიკს, არცერთ თანამდებობის პირს, არცერთ მოსამართლეს, არცერთ მინისტრს, არცერთ დეპუტატს. 

ვინც "ქართული ოცნების" ეგიდით და "ქართული ოცნების" სივრცეში იმყოფება და იქედან მიიღო ძალაუფლება, ყველას მიაჩნია, რომ მან ძალაუფლება მიიღო არა ხალხისგან, არამედ ივანიშვილისგან. ივანიშვილს თვითონ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, იმიტომ რომ არანაირი თანამდებობა არ უჭირავს. შესაბამისად, მას ვერავინ ვერაფერს მოკითხავს. ამიტომ უპასუხისმგებლობის სტანდარტი დაამკვიდრა თვითონ ბიძინამ. მან თქვა, კი ხალხმა ხმა მე მომცა, არჩევნები მე მოვიგე, მე ვარ ამ ხელისუფლების ძალაუფლების რეალური მატარებელი, მაგრამ  მე პასუხისმგებელი არსად ვარ, მე წავედი, კარგად იყავით, დაგვიქნია ხელი. 

ამ ადამიანებს ვალდებულება ხალხთან არ აქვს, იმიტომ რომ მან მისცა ეს ძალაუფლება. შეიქმნა მოცემულობა, როდესაც კახი კალაძე არავისთან არ არის ვალდებული, დანიშნული მერია, კახი რომ გამოსულიყო სხვა პარტიის სახელით, ალბათ, 2%-სს აიღებდა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები