27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან განაცხადეს.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები შევიკრიბეთ უზენაესი სასამართლოსთან, დღეს არის უკანონო პატიმრობის ერთი წელი, ვაპროტესტებთ უკანონო პატიმრობას და ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას არანაირი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა არ აქვს და სანქციებიც რომ არ ყოფილიყო შემოღებული მოსამართლეების მიმართ, ჩვენთვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვერ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არც ერთი მოქალაქისათვის, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი თავისუფალ საქართველოში.

ჩვენ დღეს ვაანონსებთ მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან და ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს და ჩემთვის ძნელი სათქმელია ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები და 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.  ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელის შემწყობები.

27-ში ყველა ერთად შევიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა არ იქნება თავისუფალი და საქართველო არ იქნება თავისუფალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები