გედევან ფოფხაძე - პრეზიდენტმა უნდა იგრძნოს, რომ თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, მასაც ეყოლება გულშემატკივრები და არ დატოვებენ მარტო

სალომე  ზურაბიშვილის რიტორიკას ლოგიკურად უნდა მოყოლოდა ნიკა გვარამიას შეწყალება და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უფრო აქტიური პოზიცია, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, იურისტმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე აქცენტის სასამართლოზე გადატანა, ამ შემთხვევაში სწორია. 

"სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა სწორია, ერთადერთი რაზეც ჩვენ მას ვაკრიტიკებთ,  ეს არის ქმედება. მიმაჩნია, რომ სალომე  ზურაბიშვილის რიტორიკას ლოგიკურად უნდა მოყოლოდა ნიკა გვარამიას შეწყალება და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უფრო აქტიური პოზიცია, თუმცა რაც მან გუშინ დააფიქსირა, ეს იყო სამართლებრივად ძალიან სწორი პოზიცია. თუ ექიმები დებენ დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს  მას საშუალებას მოიხადოს სასჯელი, ამისთვის არსებობს განრიდების ინსტიტუტი. ის ავტომატურად უნდა აამოქმედოს სასამართლომ, ასეთ შემთხვევაში ექიმების დასკვნა არის გადამწყვეტი და არა სასამართლოს პოზიცია. სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა ასეთ შემთხვევაში სასჯელის მოხდა შეწყვიტოს“, - განაცხადა ფოფხაძემ. 

მისი თქმით, არ უნდა იყოს პრეზიდენტის მიმართ კატეგორიული და მას უნდა დაუტოვონ სივრცე თავისუფალი გადაწყვეტილების მისაღებად. 

"მგონია, რომ პრეზიდენტს უნდა შეუქმნან სივრცე, სადაც მას ექნება ცოტა უფრო კომფორტული გარემო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა უნდა იგრძნოს, რომ თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, მასაც ეყოლება გულშემატკივრები და ისინი დაიცავენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მასთან ერთად და არ დატოვებენ მარტო“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები