გედევან ფოფხაძე - მე მომხრე ვარ დიდი პროევროპული გაერთიანების

24 თებერვალის შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგშია პროევროპული გაერთიანება, რომელიც ამავე დროს იქნება პროუკრაინული ძალა, - ამის შესახებ Front News -ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პროევროპული გაერთიანებაში თვითონაც  აქტიურად ჩაერთვება. 

"თუ ეს პროცესი, რაც წამოიწყო ვაშაძე-ჯაფარიძე- ხოშტარიამ,   წინაპირობა გახდება უფრო დიდი გაერთიანების, ძალიან კარგი იქნება. მე მომხრე ვარ დიდი პროევროპული გაერთიანების. თუ ეს პროცესი იქნება, რასაკვირველია,  აუცილებლად მივიღებ მასში მონაწილეობას. 

პარტიების მხრიდან სუბიექტური მომენტები არსებობს, მაგრამ ახლა გაერთიანება ერთადერთი სწორია პოზიციაა. 24 თებერვლის შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა, აქ აღარაა საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კონკურენციის რეჟიმში უნდა იყვნენ. თუ ხარ პროევროპული ძალა და მხარს უჭერ უკრაინის ბრძოლას რუსეთის ოკუპაციის წინაღმდეგ, ეს გავალდებულებს სხვა პოლიტიკურ რეჟიმში გადახვიდე. 24 თებერვალის შემდეგ  დღის წესრიგშია პროევროპული გაერთიანება, რომელიც იქნება ამავე დროს პროუკრაინული ძალა“, - განაცხადა ფოფხაძემ.  

მისი თქმით, გაერთიანება სულაც არ ნიშნავს, რომ პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვიდნენ.

"გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს და რა თქმა უნდა,  ეს ყველა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. არაა აუცილებელი, რომ შემდეგ არჩევნებში ერთად გამოვიდნენ. შეიძლება არჩევნებზე ცალ-ცალკე გამოვიდნენ და შემდეგ შექმნან კოალიცია. მნიშვნელოვანია ერთიანი ცენტრის არსებობა,  რომელიც დაუპირისპირდება უსამართლობას და არჩევნების შედეგებს დაიცავს“, - განაცხადა ფოფხაძემ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება-არდატოვების საკითხს, ფოფხაძე აცხადებს, რომ ეს  არსებითი საკითხი არ არის. 

"უნდა შევთანხმდეთ ორ საკითხზე, რომ "ქართული ოცნება" არის კოლაბორაციონისტური ხელისუფლება და მეორე - რომ ის არის ავტორიტარული რეჟიმი, თუ ამ საკითხებზე ვთანხმდებით და ვინ რა ფორმატით იმუშავებს ეს არსებითი არ არის, შეიძლება სხვადასხვა ფორმატი იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები